ისრაელმა ღაზაში რაფაჰი დაბომბა – დაიღუპა, სულ მცირე, 67 ადამიანი

ისრაელის თავდაცვის ძალებმა [IDF] ღაზის სექტორში, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქი რაფაჰი 12 თებერვლის დილით დაბომბა. ს ცნობითვე, რაფაჰში გაათავისუფლეს „ჰამასის“ კიდევ ორი მძევალი.
მ, ისრაელის პრემიერმა, განაცხადა, რომ დაბომბვა და ქალაქში სახმელეთო ჯარების დაგეგმილი შესვლა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ დამარცხებისთვის უმნიშვნელოვანესია. მანვე პირობა დადო, რომ სამოქალაქო პირებს, – ერთ მილიონზე მეტ ადამიანს, – უსაფრთხოდ დაატოვებინებდნენ ქალაქს. ამისდა მიუხედავად, დაბომბვას, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე, 67 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავდა.
გაეროს ცნობით, ქალაქ რაფაჰში 1.4 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირია. ისინი ცხოვრობენ ლტოლვილთა ბანაკებში, სკოლებში, საავადმყოფოებსა და ღია ცის ქვეშაც კი.
„ალ-ჯაზირა“ აგრეთვე იტყობინება, რომ ცენტრალურ ღაზაში, დეირ ელ-ბალაჰში ისრაელის დაბომბვას კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა.
ეგვიპტე, რომლის საზღვართანაც მდებარეობს რაფაჰი, ეწინააღმდეგება ქალაქში ისრაელის ოპერაციის ჩატარებას. კაიროს განცხადებით, ამას „ცუდი შედეგები“ მოჰყვება. „ღრმა შეშფოთება“ ისრაელის ოპერაციასთან დაკავშირებით გამოხატა იაპონიამაც, აღნიშნავს „ენ-ბი-სი“.
7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 100-ზე მეტი ადამიანი. ისრაელმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ 7 ოქტომბრიდან დღემდე „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 30-მდე ადამიანი გარდაცვლილია.
ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 28 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია.
ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარული და უფლებადაცვითი ორგანიზაციები ღაზაში არსებულ ვითარებას კატასტროფულს უწოდებენ, სადაც ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ საკვებსა და ჯანდაცვის ელემენტარულ სერვისებზე.
გარეკანის ფოტო: © EPA

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება