ლავროვის მოადგილე: საქართველოს მთავრობის პრაგმატული ხაზის წყალობით, სირთულეები გადავლახეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის თქმით, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც კი, რუსეთი აპირებს, რომ თბილისთან კავშირების ნორმალიზებაზე იზრუნოს.
ამის შესახებ სერგეი ლავროვის მოადგილემ რუსულ სამთავრობო მედია TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
“რაც შეეხება თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს, როგორც ცნობილია, ისინი 2008 წელს გაწყდა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით”, – თქვა ლავროვის მოადგილემ და დასძინა, რომ რეგიონში არსებული რეალობის გამო, “სამწუხაროდ, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება”.
ლავროვის მოადგილემ ყურადღება რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მზარდ დინამიკაზეც გაამახვილა.
“საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით, გადავლახეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის რთული პერიოდი, რომელიც 2019 წელს [ე.წ. გავრილოვის ღამე] ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით იყო გამოწვეული. გასულ წელს, გაუქმდა 2 000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების ხანმოკლე ვიზიტებისთვის რუსეთში და აღდგა პირდაპირი ავია-კავშირი”, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს