2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული $4.1 მლრდ მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2023 წლის საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ დოლარი) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს — 17.3%- ით (608.7 მლნ აშშ დოლარი).
2023 წელს საქართველოში 7 072 220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 30.3%-ს შეადგენს. აქედან 4 669 467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 27.8%-ია.