2023-2024 სასწავლო წელს, ქვეყნის მასშტაბით, 1 708 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელშიც 141 324 აღსაზრდელი ირიცხება

2023-2024 სასწავლო წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 708 საჯარო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც 141 324 აღსაზრდელი ირიცხება.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 17 620 აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი/ აღმზრდელის თანაშემწე/ ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგია დასაქმებული.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში მოქმედ 188 საჯარო ბაგა-ბაღში 52 945 აღსაზრდელი ირიცხება. რაც შეეხება, თბილისში დასაქმებულ აღმზრდელ-პედაგოგებს/ აღმზრდელებს/ აღმზრდელის თანაშემწეებს/ ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგებს, მათი რაოდენობა 6 011-ია.
„საქსტატის“ ინფორმაციითვე, საქართველოში ყველაზე მეტი, 308 საჯარო საბავშვო ბაღი იმერეთში ფუნქციონირებს, სადაც 17 729 აღსაზრდელი და სხვადასხვა სტატუსის 2 707 პედაგოგი მუშაობს.
რაც შეეხება რეგიონს, სადაც ყველაზე ცოტა – 49 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, არის რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში მდებარე 49 საჯარო საბავშვო ბაღში, 800 აღსაზრდელი ირიცხება, სხვადასხვა სტატუსის დასაქმებულ პედაგოგთა რაოდენობა კი, 185-ია.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით