„ჰამასი“ – ვგმობთ რაფაჰში განხორციელებულ საშინელ ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

„ჰამასი“ ს მიერ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ რაფაჰში განხორციელებულ თავდასხმას გმობს.
„რაფაჰზე თავდასხმა და დაუცველი მშვიდობიანი მოსახლეობის და დევნილი ბავშვების, ქალებისა და მოხუცების წინააღმდეგ განხორციელებული საშინელი ხოცვა-ჟლეტა განიხილება გენოციდური ომის გაგრძელებად, რომელსაც ისრაელი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს“, – აღნიშნულია „ჰამასის“ განცხადებაში.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვაზე სრული პასუხისმგებლობა -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას ეკისრება.
დაჯგუფების მტკიცებით, დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ასევე აცხადებს, რომ ისრაელის თავდასხმას რაფაჰში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა დაიწყოს სამხედრო ოპერაცია რაფაჰში სანდო გეგმის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს იქ მყოფი დაახლოებით 1 მილიონი ადამიანის უსაფრთხოებას. მანამდე, რამდენიმე ქვეყანამ და დახმარების ორგანიზაციამ ისრაელი გააფრთხილა, რომ რაფაჰზე თავდასხმა კატასტროფული იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ