სულ მცირე რვა ადამიანამდე გაიზარდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლის რიცხვი

10 თებერვალს სულ მცირე რვა ადამიანამდე გაიზარდა ზე ს მორიგი იერიშის მსხვერპლის რიცხვი, დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი, დაზიანდა უკრაინის საკვების ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, – იუწყებიან სამხედრო და რეგიონული ოფიციალური პირები.
რუსეთის მხრიდან დრონებით თავდასხმას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვის საწვავის სადგურზე ემსხვერპლა შვიდი ადამიანი, მათ შორის – სამი ბავშვი, დაიჭრა კიდევ სამი პირი, – წერს რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი ტელეგრამით 10 თებერვლის დილას.
სადგურიდან გაჟონილმა ბენზინმა ახლოს მდებარე სახლებში ხანძარი გააჩინა, – ამბობს ხარკოვის მერი, იჰორ ტერეხოვი. “ერთ-ერთ სახლში ნაპოვნია ხუთი ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის გვამები”, – ამბობს სინეჰუბოვი და დასძენს, რომ ორი ბავშვი შვიდი და ოთხი წლის იყო, მესამე – ექვსი თვის ჩვილი. “კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა სხვა სახლში”, – აცხადებს გუბერნატორი.
ხერსონის რეგიონში რუსეთის ძალებმა დაბომბეს სოფელი ველეტენსკი, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ქალი, დაიჭრნენ მისი ხანდაზმული მშობლები, – წერს რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ტელეგრამით.
სამხრეთში, ოდესის რეგიონში რუსეთის დრონების იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, – ამბობს რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ კიპერი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს