ექიმების ცოცხალი ჯაჭვი რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

რესპუბლიკური საავადმყოფოსთან ექიმები აქციას მართავენ. მათ ხელი მოაწერეს ერთობლივ წერილს, რომელსაც ახალ პრემიერს, ირაკლი ს გაუგზავნიან.
მედიკოსების მოთხოვნაა, რომ კლინიკის დემონტაჟის გადაწყვეტილება გაუქმდეს და შემდგომში მისაღები გადაწყვეტილებები მთავრობამ უშუალოდ კლინიკის მედპერსონალის ჩართულობით განიხილოს.
„ღია წერილით მივმართავთ ახალ პრემიერმინისტრს, ს და ამ ღია წერილს ხელს მოაწერს აქციაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა და ხვალ გავუგზავნით ბატონ ირაკლის. გაეცნოს დაწვრილებით ჩვენს პრობლემას, მითუმეტეს მან განაცხადა, რომ ჩართულია რესპუბლიკური საავადმყოფოს პრობლემის გადაწყვეტაში და შევახსენოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია და გადავცეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნაჩქარები და დაჩქარებული სამთავრობო ბრძანება შეჩერდეს და გაუქმდეს,” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. თუმცა, ექიმები აცხადებენ, რომ ისინი, ვინც პაკეტს დათანხმდნენ უმეტესად ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალი იყო.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ