ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რაფაჰში ისრაელის სამხედრო შეტევა “ჰუმანიტარულ კატასტროფას” უტოლდება.
„რაფაჰზე ისრაელის თავდასხმა გამოიწვევს ენით აუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან. მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება და საომარი მოქმედებების შეჩერება ერთადერთი გზაა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად”, – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა თავის სამხედროებს დაავალა, მოემზადონ ქალაქიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ მოქალაქეებიდან ბევრი ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილიდან დევნილი პირია.