“წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი – ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი” – ილია მეორე

კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სამძიმარს გამოთქვამს, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს:
“წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი, – ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი, მომავალი თაობების აღმზრდელი ღირსეული პიროვნება.
ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.
აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა განუსვენოს მას” – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს დღეს მახათას პანთეონში დაკრძალავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით