ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს

ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 28 000-ს აჭარბებს.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 28 064-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობა კი 67 611-მდე გაიზარდა.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 117 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით