მივიღოთ გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოს ძალიან ცოტა ჰყავს – სოზარ სუბარი სააკაშვილზე

მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრმა სოზარ სუბარმა, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, სადაც დეპუტატები მას “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ, მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დააბრუნონ.
სოზარ სუბარის თქმით, სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩივის.
“სასწაული უკვე მოხდა, კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი. გასტროენტეროლოგიური დაავადება თუ რამე არსებობს, მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე. ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს, პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. კარგად ვიცით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს – რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

ასევე დაგაინტერესებთ

24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება, რომელიც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებიდან ნახევარ საათში გავრცელდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი პროცესი ერთი ცენტრიდან იმართება – არავინ ეკითხება ცალკეულ ქვეყნებს, ისე ასაჯაროებენ Deep State-ის პოზიციას მათი სახელით