რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 7 ადამიანი

რუსებმა ხარკოვს დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 7 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
10 თებერვლის ღამეს რუსებმა Shahed-ის ტიპის დრონებით ხარკოვს დაარტყეს. დარტყმის შედეგად ხანძარი ბენზინგასამართ სადგურსა და 15 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად გამოწვეული ხანძრის ფართობი დაახლოებით 3700 კვადრატული მეტრი იყო და 50 ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურები დაშავებულებს ამ დრომდე ეძებენ. ბოლო ინფორმაციით, 4 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

ასევე დაგაინტერესებთ