პენიტენციური კოდექსის მიღების შემდეგ ყველა სახის პაემანი გახდება უფასო, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, წელთა ნამსახურობის დანამატს მიიღებენ – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას იმ პოზიტიურ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელთაც ახალი პენიტენციური კოდექსი ითვალისწინებს.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს.
მისივე თქმით, პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.
“პენიტენციური კოდექსის მიღების შემდგომ ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, რაც ძალიან დიდი დახმარება არის მსჯავრდებულებისათვის; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომის პირობებს გააუმჯობესებს და გაათანაბრებს ერთმანეთთან; მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ