სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Le Mond-თან არის შეკვეთილი მასალის კლასიკური ნიმუში – ზაალ ანჯაფარიძე

ს ყბადაღებული (სხვა შეფასება არ აქვს) ინტერვიუ Le Mond-თან, რომელმაც ასეთი ეიფორია მოჰგვარა ჩვენს მყაყე ოპოზიციურ “ბაბლს,” არის შეკვეთილი მასალის კლასიკური ნიმუში” – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს le monde-თან.
ანჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დასავლეთს გაუგზავნა გზავნილი დაასანქციროს .
“სალომე ზურაბიშვილის ყბადაღებული (სხვა შეფასება არ აქვს) ინტერვიუ Le Mond-თან, რომელმაც ასეთი ეიფორია მოჰგვარა ჩვენს მყაყე ოპოზიციურ “ბაბლს”, არის შეკვეთილი მასალის კლასიკური ნიმუში. რუსულად “заказуха”-ს რომ უწოდებენ. ანგაჟირებული ჟურნალისტი ანგაჟირებული კითხვებით დაუჯდა კიდევ უფრო მეტად ანგაჟირებულ რესპონდენტს, რომელმაც დასავლეთს გაუგზავნა ის გზავნილი, რითაც მას უკვე დიდი ხანია ბომბავს აქაური ოპოზიცია და მის მიერ ნაყიდი დასავლელი ლობისტები – დაასანქცირეთ ივანიშვილი! ეს იყო შეკვეთის ამოცანაც და მიზანიც. რამდენიმე დღის წინ დავწერე, რომ სალომე ზურაბიშვილი სწრაფი ტემპებით ეშვება ბინძურ ჭაობში და ამ ინტერვიუს მერე უფრო ღრმად ჩაეშვა. ვფიქრობ მას დახმარება სჭირდება, ოღონდ არა ჭაობიდან ამოსაყვანად, არამედ ბოლომდე ჩასაძირად!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ