94 ოჯახი სტიქიის ზონებიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 6 თებერვლიდან 10 თებერვლამდე 94 ოჯახი სტიქიის ზონებიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. სააგენტოს თქმით, გეოლოგების 8 ჯგუფი სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შეისწავლის. 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.
“6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
დღეს, 10 თებერვალს, დამეწყრილ სოფელ ნერგეეთში პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. მისი თქმით, სახელმწიფო მიიღებს ზომებს დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გამოსაყოფად.
7 თებერვალს მომხდარმა სტიქიამ სოფელში 9 ადამიანი, მათ შორის, არასრუწლოვნები იმსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით