“93 მილიონად შეფასებული ტერიტორია 12 მილიონად გადასცა წულუკიანმა ნოშრევან ნამორაძეს” – ლილე ლიპარტელიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლილე ლიპარტელიანი თეა წულუკიანსა და ნოშრევან ნამორაძეს შორის შესაძლო, კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 18.000 კვ. მ. ტერიტორია, რომელიც თეა წულუკიანმა ნოშრევან ნამორაძეს 12
მილიონად გადასცა, ექსპერტიზის მიერ 93 მილიონადაა შეფასებული.
ლიპარტელიანის განცხადებით, ჭავჭავაძის 49-ში შენობაზე კიდევ 12 სართულის დამატება დანაშაულია.
ჭავჭავაძის 49-ში ნოშრევან ნამორაძისთვის ამ უსახურ შენობაზე კიდევ 12 სართულის დამატება არ არის საკითხი მხოლოდ ურბანული კუთხით, რომ ჭავჭავაძეზე და ჩოლოყაშვილზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე შეექმნება, ეს არის დანაშაული, იმდენად რამდენადაც იქ განადგურდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ დოკუმენტაციას, რომელიც შემოვიდა საკრებულოში, თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ტერიტორია, 18.000 კვ. მ., რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, შეფასებულია 93 მილიონად. მინიმალური ვალდებულებებით არის გადაცემული ეს ტერიტორია და ეს არის, ფაქტობრივად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ასევე, იკვეთება კორუფციული ნიშნები“, – აცხადებს ლილე ლიპარტელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება