92 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია

92 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი ელდარ შენგელაია
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია. ინფორმაციას “ნატო ვაჩნაძის სახელობის ფონდი” ავრცელებს.
ელდარ შენგელაია დაიბადა 1933 წლის 26 იანვარს თბილისში.
კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში, მოსკოვში. 1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „მოსფილმში“.
1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. თავისი სადებიუტო ფილმი მან გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად 1963 წელს. „თეთრი ქარავანი“ მწყემსთა ცხოვრების სირთულეს აღწერს.
შენგელაიას შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის „მიქელას“ ეკრანიზაცია (1964) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო „სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977) შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და „შერეკილები“ (1973).
ელდარ შენგელაიას რეჟისორობით გადაღებული ფილმებია:
1957 — „ლეგენდა ყინულის გულზე“
1959 — „თოვლის ზღაპარი“
1964 — „თეთრი ქარავანი“
1965 — „მიქელა“ (ნოველა კინოალმანახზე „წარსულის ფურცლები“)
1968 — „არაჩვეულებრივი გამოფენა“
1974 — „შერეკილები“
1978 — „სამანიშვილის დედინაცვალი“
1984 — „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“
1993 — „ექსპრეს-ინფორმაცია“
1996 — „Dog Rose“
2017 — „სავარძელი“
2020 — „ჭა“
ჯილდოები
საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1967)
შრომის წითელი დროშის ორდენი (1976)
საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979)
სსრკ-ის სახელმწიფო პრემია (1985)
ლენინის ორდენი (1986)
სსრკ-ის სახალხო არტისტი (1988)
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1998)
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი (2009)
წმიდა გიორგის ოქროს ორდენი (2013)
თბილისის საპატიო მოქალაქე (2022)
Next: ყოველ წელს ვადამდელ არჩევნებზე მეოცნებე ქართული ოპოზიცია იმ უგუნურ პატარა ბიჭუნას მაგონებს, უფალს რომ სთხოვა: “ღმერთო, მინდა რომ ყოველდღე – დაბადების დღე მქონდეს”

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას