ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
ჩვენმა გუნდმა გასვლაზე 3:0 მოგებული პირველი შეხვედრისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობით დაიწყო თამაში – დისკვალიფიკაციის შემდეგ კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ და მწვრთნელმა სანიოლმა აზაროვის და კვეკვესკირის ნაცვლად სასტარტოში წიტაიშვილი და მექვაბიშვილი დააყენა. „ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს, წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი კიტეიშვილმა დაარტყა და აროიანისგან რიკოშეტით ჩანჩარევიჩის კარში გავიდა. შემდეგ მეტოქის კარი ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ოთხჯერ
დალაშქრეს (ჩაკვეტაძემ და კიტეიშვილმა გაიტანეს, მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა). გუნდების კლასში სხვაობა უზარმაზარი იყო და მეტოქის მწვრთნელმა ტ’სხიპმა პირველივე ტაიმში სამმაგი ცვლილება განახორციელა.
შესვენების შემდეგ სევიკიანმა ეფექტური გოლით ანგარიში შეამცირა. თუმცა, მერე მექვაბიშვილის კარგი პასით კვარაცხელიამ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
საქართველო – სომხეთი 6:1
გოლები: 1:0 აროიანი (4, საკ. კარში), 2:0 მიქაუტაძე (14), 3:0 ჩაკვეტაძე (23), 4:0 კიტეიშვილი (27), 5:0 მიქაუტაძე (35), 5:1 სევიკიანი (48), 6:1 კვარაცხელია (62)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე (დვალი 69), კაშია, წიტაიშვილი (გულიაშვილი 69), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი (ზარია 77), ჩაკვეტაძე (შენგელია 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 77)
მწვრთნელი:რიკოშეტი,რომ არ ყოფილიყო,მიქაუტაძეს რომ აეცილა,მცველს კვარას პასი რომ ჩაეჭრა,ერთი ორი შეცდომაც,რომ არ დაგვეშვა მოვუგებდით საქართველოს(არ გამიკვირდება ასე რომ თქვას
