ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.
ჩვენმა გუნდმა გასვლაზე 3:0 მოგებული პირველი შეხვედრისგან განსხვავებული ძირითადი შემადგენლობით დაიწყო თამაში – დისკვალიფიკაციის შემდეგ კაშია და კვარაცხელია დაბრუნდნენ და მწვრთნელმა სანიოლმა აზაროვის და კვეკვესკირის ნაცვლად სასტარტოში წიტაიშვილი და მექვაბიშვილი დააყენა. „ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს, წიტაიშვილის ჩაწოდებული ბურთი კიტეიშვილმა დაარტყა და აროიანისგან რიკოშეტით ჩანჩარევიჩის კარში გავიდა. შემდეგ მეტოქის კარი ქართველმა ფეხბურთელებმა კიდევ ოთხჯერ
დალაშქრეს (ჩაკვეტაძემ და კიტეიშვილმა გაიტანეს, მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა). გუნდების კლასში სხვაობა უზარმაზარი იყო და მეტოქის მწვრთნელმა ტ’სხიპმა პირველივე ტაიმში სამმაგი ცვლილება განახორციელა.
შესვენების შემდეგ სევიკიანმა ეფექტური გოლით ანგარიში შეამცირა. თუმცა, მერე მექვაბიშვილის კარგი პასით კვარაცხელიამ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
საქართველო – სომხეთი 6:1
გოლები: 1:0 აროიანი (4, საკ. კარში), 2:0 მიქაუტაძე (14), 3:0 ჩაკვეტაძე (23), 4:0 კიტეიშვილი (27), 5:0 მიქაუტაძე (35), 5:1 სევიკიანი (48), 6:1 კვარაცხელია (62)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე (დვალი 69), კაშია, წიტაიშვილი (გულიაშვილი 69), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი (ზარია 77), ჩაკვეტაძე (შენგელია 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 77)
მწვრთნელი:რიკოშეტი,რომ არ ყოფილიყო,მიქაუტაძეს რომ აეცილა,მცველს კვარას პასი რომ ჩაეჭრა,ერთი ორი შეცდომაც,რომ არ დაგვეშვა მოვუგებდით საქართველოს(არ გამიკვირდება ასე რომ თქვას
ზარიაზე და გულიაშვილზე ბევრს არ დავწერ 1 ლი თამაში იყო, გარდა იმისა, რომ გულიაშვილი თავის პოზიციაზე არ იყო და არ ითვლება შეფასებისთვის, თუმცა ამდენი სიფრთზილე და უკან პასი 6:1ზე ფეხბურთელზე ბევრს არაფერს ამბობს კარგს, იმედია ნერვიულობდა უბრალოდ. ზარიაც არადამაჯერებელი იყო, ნუ 1 ჯერზე არაუშავს. ძალიან არ მომეწონა წიტაიშვილი, როგორც ჩემპიონატზე აქაც ასევე, უბრალოდ იგნორს უკეთებს კვარას ყვალაზე ხელსაყრელ მომენტებზე და აძლევს როცა აზრინაღარ აქვს. ძალიან ღორია! აზრზე არაა თამაშის. ნიჭიერია უდაოდ, მარა ეს ნიჭი არ ეხმარება გუნდს, პირიქით. არ მომეწონა მამარდაშვილი და მისი დამოკიდებულება, შეცდომა დაუშვა ერთადერთ მომენტში დღეს, თითქოს გაუტყდა რომ არ უტყავდნენ მაგას 🙂 კაი არაუშავს ცხადია. კვარა კიდევ არის ფენომენი ! ვისაც ფეხბუეთი არ ესმის, ვერც მიხვდება და ახსნაც არ მინდა, გახსნა რა გუნდი მოკლედ. ყველაგან იყო, უბრალოდ მისი ყურების ძალაც სხვა ფეხბურთელება აფრთიანებს, თითქოს კავარას ეჯიბრებიან და გუნდი მაღლა ადის. ჟორჟს 10იანი 9დან 🙂 მოლოდეც ბომბარდირი რა! კიდევ კიტე დღეს ნაკლებად ტვირთავდა კვარას და ოდნავ ნაკლებად მომეწონა, მიუხედავად დიდი სამუშაოსი, და მაგარი ტამაშისა. ყოჩაღ ქოჩორაშვილს, ტოპ თამაში ჰქონდა! ასევე გოგლიჩიძეს საღოლ მეორე თამაშის კვალობაზე, თავდაჯერების და ადეკვატურობისთვის. საზიზღარი კომენტარი იყო, კომენტატორების, განსაკუთეწბით ეს თვალაბეიშვილია თუ ვინცაა და ის მეორე დღეს რომ არ იყო, მიდის სანახავად, უბრალოდ ნერვოზს აგკიდებენ კაცა, საშინელი, პრიმიტიული კომენტატორებია სამწუხაროს. ბოდიში, მარა ესე არ შეიძლება წაყვანა, აზრზე არ არიან, უმუღამო, პრიმიტიული საუბრებია, არაადეკვატური და უინტერესო. ძალიან დაბალი დონის კომენტატორები არიან. დღეს ვიღაც სხვა იყო მეორე, მარა ისიც იგივე სკოლაა ეტყობა. არც ადეკვატური რეაქციები, არც შეფასება, ერიდებათ რამე უხწრხულიბარ თქვან და არ გააპანღურონ ეტყობა იქიდან. დღეს კიდევ ყოჩაღ სანიოლს! მომეწონა გულიაშვილი მარჯვბივ რომ სცადა და წიტაიშვილი რომ გამოცვალა, ასევე გოჩოლეიშვილი, აზაროვი და დავითაშვილი რომ აღარ გამოიყვანა, რაღაც გეგმას ამუშავებდა და ჩანდა რომ უყურებს ფეხბურთელებს! მოკლედ დღეს ძალიან კარგი თამაში იყო, დიდი მადლობა ყველას და აბა თქვენ იცით, ვაი კინაღამ დამავიწყდა :))) ჩაკვე ✨️ სასწაული კაცი!!! ვულოცავ ულამაზეს გოლს და სასწაულ თამაშს!!!!! C
