90 უკრაინელი რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს

90 უკრაინელი ჯარისკაცი რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„სახლი მხოლოდ სიტყვები არ არის. სახლი – უკრაინაა. დღეს კიდევ 90 ჩვენიანი დაბრუნდა სახლში“, – წერს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ მათ შორის არიან ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები და მესაზღვრეები.
„ისინი, ვინც იცავდნენ მარიუპოლს, ვინც იცავდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, ვინც იმყოფებოდა ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის მიმართულებებით“, – აცხადებს ზელენსკი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა