90 უკრაინელი რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს

90 უკრაინელი ჯარისკაცი ს ტყვეობიდან ში დაბრუნდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„სახლი მხოლოდ სიტყვები არ არის. სახლი – უკრაინაა. დღეს კიდევ 90 ჩვენიანი დაბრუნდა სახლში“, – წერს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ მათ შორის არიან ეროვნული გვარდიის, საზღვაო ძალების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები და მესაზღვრეები.
„ისინი, ვინც იცავდნენ მარიუპოლს, ვინც იცავდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, ვინც იმყოფებოდა ხერსონის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის მიმართულებებით“, – აცხადებს ზელენსკი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მათი 90 სამხედრო მოსამსახურე რუსეთში დაბრუნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: მაკა ჩიხლაძის სიუჟეტს ვუყურე და გავოგნდი პატარა გოგონას უტიფრობის დონით. ხო, რა ვიცი, 21 წლიდან ვმუშაობ, 4 დიპლომი მაქვს, აქედან ერთი თსუ, ერთი ამერიკული აკრედიტაციის ევროპული უნივერსიტეტის…