$90 მლნ-იანი ინვესტიციით, კახეთში “სტორი ჰესის” მშენებლობა 2026 წელს დასრულდება – სამინისტრო

კახეთში ჰიდროელექტროსადგური „სტორი ჰესი“ და ელექტროგადამცემი ხაზი „სტორი ჰესი – ახალი თელავი“ შენდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „სტორი ჰესი“ კასკადური ტიპის „სტორი ჰესია“, რომლის მშენებლობა მშენებლობა 2026 წელს დასრულდება. მისი დადგმული სიმძლავრე 47,6 მგვტ, წლიური გამომუშავება კი 208 მლნ. კვტ. სთ. იქნება.
უწყების ცნობით, ჰესის ინტეგრირება საქართველოს ელექტროგადამცემ ქსელში 110კვ ელექტროგადამცემი ხაზით ,,სტორი ჰესი – ახალი თელავით” მოხდება, რომელიც ჰესის პარალელურად შევა ექსპლუატაციაში.
შეგახსენებთ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და კომპანია Mitas Energy and Metal Construction Inc-ის წარმომადგენელმა ბარიშ ელბასიოღლუმ ხელი მოაწერეს განახლებულ ხელშეკრულებას 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი ჰესი – ახალი თელავის“ მშენებლობის შესახებ. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 12 500 000 ევროს შეადგენდა, ახალი დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება 3 მლნ დოლარით შემცირდა.
პროექტი განხორციელდება „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში, KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. რაც შეეხება „სტორი ჰესს“, მისი საინვესტიციო ღირებულება 90 მლნ. დოლარია.