ჯინა დრევალოვსკი გერმანელი კონტენტ-კრეატორი და სილამაზის ინფლუენსერია. ის საკუთარ გამომწერებს მუდმივად აძლევს მოტივაციას, რომ იყვნენ ძლიერები და გამოიყურებოდნენ ისე როგორც მათ გაუხარდებათ. ჩაიცვან ის რაც მათ მოსწონთ და არ მოექცნენ სხვების ჩარჩოებში.
ეს წინადადებაც ერთ-ერთი პროპაგანდის ნაწილია. ჯინას თქმით მისთვის წლებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
“მეცინება. კი, 90-იანი წლები მიყვარს, მაგრამ ჩემი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის” – წერს ჯინა საკუთარ გვერდზე.
წინადადება, რომელიც მუდმივად არსებობს ასაკის მატებასთან ერთად. ჯინა მუდმივად ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და არ არსებობს ასაკისთვის შესაფერისი სამოსი, მთავარია საკუტარი თავი მოგწონდეს და სიამოვნებას განიჭებდეს, დანარჩენი მხოლოდ საზოგადოების შექმნილი კომპლექსებია.
“მე ვიცვამ ჩემი განწყობის მიხედვით, არა შენი მოლოდინის. ჩემი ასაკი – ჩემი წესები. და დიახ, ეს ნიშნავს მოკლე კაბებსაც” – წერს ჯინა.
ეს სტერეოტიპი, რომ ქალმა საკუთარი ასაკი არ უნდა გაამჟღავნოს არასწორია, რადგან ქალი ყველა ასაკში უნდა გრძნობდეს, ორმ შესანიშნავად გამოიყურება და ეს ასაკი მისთვის ტვირთად არ უნდა იქცეს.
“მე თითქმის 60-ის ვარ – და ბრწყინვალედ ვგრძნობ თავს! იზეიმე ყოველი დაბადების დღე — რადგან დადგება დრო, როცა შესაძლოა სხვა შანსი აღარ მოგეცეს” – ურჩევს ჯინა გამომწერებს.
ჯინა დრევალოვსკი არა მხოლოდ ცხოვრების სტილს უზიარებს ქალებს, არამედ ახსენებს მათ, რომ ზრუნვა საკუთარ თავზე – არის სიყვარული, ენერგია და თავისუფლება, რომელიც არ ცნობს ასაკს.
