9 600 ლარზე მეტი ხელფასი საქართველოში დასაქმებულთა 3.8%-ს აქვს – PMCG

2023 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8%-ით არის გაზრდილი.
PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 13.5%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 39.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.