„9 წელია, მარტო ვცხოვრობ, სულ სხვანაირ ადამიანად ჩამოვყალიბდი… დედა ემიგრაციიდან ჯერ ვერ დავაბრუნე“ – ბლიც ინტერვიუ ბესო იაკობაძესთან

„პრაიმტაიმი“ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეების უკეთ გაცნობის მიზნით, ბლიც ინტერვიუს გთავაზობთ. ამჯერად, ჩვენი რესპონდენტი მეოთხე სეზონის მონაწილე ბესო იაკობაძეა.
– მოვლენა, რომელმაც შეგცვალა …
– შემცვალა იმ ფაქტმა, რომ 9 წელია, მარტო ვცხოვრობ… სულ სხვანაირ ადამიანად ჩამოვყალიბდი;
– ვერასდროს წარმოვიდგენდი …
– რომ ამდენი ადამიანის სიყვარულს დავიმსახურებდი, რამდენიმე კვირაში;
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს …
– ბევრ რამეს შევცვლიდი, მეტ დროს დავუთმობდი ხელოვნებას…
– სტიმულს გაძლევს …
– ჩემი სამეგობრო;
– გეგმა, რომელიც ჯერ ვერ განახორციელე …
– დედაჩემის დაბრუნება ემიგრაციიდან;
– პირველი სიყვარულის ისტორია …
– ძალიან განსხვავებული და დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის. 19 წლის ვიყავი, მერე აღარც მყვარებია…
– ვერასდროს ვიქნებოდი …
– ვერასდროს ვიქნები უმადური ადამიანი …
– მეშინია …
– საყვარელი ადამიანების დაკარგვის…
– რჩევას ვიღებ …
– რჩევას ვიღებ ნებისმიერი ადამიანისგან და ვითვალისწინებ იმას, რასაც მე ჩავთვლი საჭიროდ;
– მოხუცი ვიქნები …
– ალბათ, ძალიან საინტერესო ჩემი შვილიშვილებისთვის. ყველა იმ თავგადასავალს მოვუყვები, რაც ცხოვრებაში გამომივლია.
– საინტერესოა, „პრაიმ ჰაუსზე“ რას ეტყვი …
– „პრაიმ ჰაუსში“ მოღვაწეობა ჯერ არ დამიმთავრებია, მერე გადავწყვეტ, აქედან რომელ ნაწილს მოვუყვები (იცინის)
„პირველი სიყვარული 5 წელი გაგრძელდა, სიგიჟე და გადარევა იყო…“ – ანა ქურდაძის ბლიც ინტერვიუ
როგორ მიულოცეს მ და ნიცა თავაძემ ზურიკო დავითაშვილს პირველი შვილის შეძენა – ფოტო
ზუკა დავითაშვილი მამა გახდა – ცნობილია, რა დაარქვეს მშობლებმა ახალშობილს