” 9 წელია ერთად ვართ, არც ჯვარი გვაქვს დაწერილი, არც ხელი გვაქვს მოწერილი” – ლიკა ევგენიძისა და ნიკა კოჩაროვის ბედნიერების ამბავი – Marao

ლიკა: 9 წელია ერთად ვართ, არც ჯვარი გვაქვს დაწერილი, არც ხელი გვაქვს მოწერილი;
ნიკა: სამაგიეროდ მაგრად გვიყვარს ერთმანეთი;
ლიკა: მთავარი ეგ არის, იმიტომ, რომ პირიქითაც გვინახავს. ჯვრისწერისა და ქორწინების ამ რიტუალებს თავისი დატვირთვა აქვს. ადრე არ ვანიჭებდი მნიშვნელობას, მაგრამ ასაკთან ერთად ეს მოვიდა;
ნიკა: ასეთი რაღაცები ურთიერთობას ახალისებს, ადამიანს, შეიძლება, დიდად არ სჯეროდეს ამ რიტუალების, მაგრამ ენერგიას მაინც გვმატებს;
ლიკა: საყვარელი ადამიანი სულ გახსოვს, თუმცა ნიშნობის ბეჭედი ხომ სიმბოლოა, რომ მას თითქოს სულ თან ატარებ, აქვს ეს რომანტიკა. რამდენჯერაც დახედავ, გახსენდება. სიმბოლური და სასიამოვნოა. სიხალისე შემოაქვს, წყვილის ურთიერთობაში რაღაც ეტაპების მერე არ უნდა მოგვბეზრდეს, რომ ერთმანეთი გავახაროთ. თუნდაც ნიშნობის ბეჭედი მე რომ მაბედნიერებს, ეს შენც ხომ გახარებს;
ნიკა: ეს არის ჩემთვის პრიორიტეტი, რომ შენ გიხაროდეს.
ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. მ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, ს შვილიშვილია.
ლიკა ევგენიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს ბიძაშვილზე, ნიკა ალასანიაზე იყო დაქორწინებული. წყვილი წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და ორ შვილს ზრდიდა. ლიკა ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გადაცემა „სხვა შუადღის“ თანაწამყვანი იყო, შემდეგ კი ისევ ამერიკაში ბრუნდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილები, ნიკოლოზი და გიორგი, საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც წარმატებულ და ლამაზ ქართველ ქალებზე იქორწინეს.
ნიკა ალასანიამ და ლიკა ევგენიძემ 2011 წელს იქორწინეს და ჯვარი თბილისში, მამადავითის ეკლესიაში დაიწერეს.
გრანდიოზული ქორწილი მთაწმინდის პარკში გადაიხადეს. პატარძლის ერთ-ერთი მეჯვარე ნინი ბადურაშვილი გახლდათ. ქორწილს ესწრებოდა მაშინდელი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც. რამდენიმე წლიანი ქორწინებისა და ორი შვილის დაბადების შემდეგ, 2017 წელს, ლიკა საქართველოში დაბრუნდა.
ვერ გაიგებ, როდის მოდის და როდის მიდის ის ემოცია, რომელსაც გრძნობას ვეძახით. ცხოვრობს ორი ადამიანი, არსებობს მათ შორის კავშირიც, სიახლოვეც, მეგობრობაც და პატივისცემაც, მაგრამ ის, “რაღაც სხვა”, ქრება. ჩვენი ცხოვრების ეს ეტაპიც დამთავრდა და ასე გადავწყვიტეთ”, – ამბობდა ლიკა ევგენიძე.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიკა ევგენიძეს ურთიერთობა მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან ჰქონდა. ლიკა და ნიკა უკვე წლებია, ერთად არიან და ცოტა ხნის წინ საერთო შვილის მშობლებიც გახდნენ.
წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან იც­ნობ­და. ერთ დღეს, ლი­კას მა­მამ, მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ სიმ­ღე­რა და­წე­რა და გა­და­წყვი­ტა მისი შეს­რუ­ლე­ბა შვი­ლის­თვის და ნიკა კო­ჩა­რო­ვის­თვის ენდო. ისი­ნი მა­შინ და­ახ­ლოვ­დნენ.
„ძნე­ლია აღ­წე­რო და მოყ­ვე ის, რაც ორ ადა­მი­ანს შო­რის ხდე­ბა, რა კოს­მო­სუ­რი ენერ­გია ახ­ვედ­რებს ამ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთს. ერთი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლოა ჩემ­თან, ჩემი ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ირ­გვლივ სულ ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი მყავ­და, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ისე ვერ ვი­ძი­ნებ­დი, თუ სახ­ლში სი­ჩუ­მე იყო. სულ მუ­სი­კის ხმა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი და ნი­კას ამ­ბა­ვი, თით­ქოს სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ჰგავს, ბავ­შვო­ბა­ში“, – ჰყვე­ბო­და ლიკა მოგ­ვი­ა­ნე­ბით.