პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ჩემი დაკვირვებით, ვისაც ჰგონია რომ ყველა ქოცი ერთნაირია, მწარედ ცდება.
ეს სრულიად გენიალური სიტყვა “ქოცი” ფრიად მრავალგანზომილებიანია და რეალურად ამ ცნებაში ბევრად მეტი შინაარსია, ვიდრე მისი მომგონი გულისხმობდა თავის დროზე.
კერძოდ:
ქოცი, რომელიც ქართული ოცნების მომხრეა და იმავდროულად არის გონებაშეზღუდული რეტროგრადი, არის კლასიკური ქოცი, ანუ ესაა ქოცი პირველადი შინაარსით.
ქოცი, რომელიც არ არის არც გონებაშეზღუდული, არც რეტროგრადი და მაინც ქართული ოცნების მომხრეა, იმდენად ქოცი არაა, რამდენადაც კონფორმისტი, ფულისტი და ე. წ. ვიგოდნიკი.
ქოცი, რომელიც არ არის არც გონებაშეზღუდული, არც რეტროგრადი, დიდად არც ქართული ოცნება მოსწონს, მაგრამ მაინც მისი მომხრეა, არის არა იმდენად ქოცი, რამდენადაც ნაცების რევანშით დაშინებული, რომელიც ამის ერთადერთ ალტერნატივად ბიძინას მიიჩნევს.
ქოცი, რომელიც კლასიკური ქოცის ყველა თვისებას ფლობს, მაგრამ ქართული ოცნების წინააღმდეგია, იმიტომ რომ რუსეთს ვერ იტანს, არის ნაცი.
ქოცი, რომელიც ასევე ფლობს კლასიკური ქოცის ყველა თვისებას, არც რუსეთი სძულს, მაგრამ მაინც ქართული ოცნების წინააღმდეგია, არის ლეიბორისტი.
ქოცი, რომელსაც კლასიკური ქოცის ყველა თვისება აქვს, არ მოსწონს ოცნების ხელისუფლება, მაგრამ პირადად ბიძინა ივანიშვილის მომხრე-თაყვანისმცემელია, არის ან ხალხის ძალა, ან ალტინფო, ან პატრიოტთა ალიანსი.
ქოცი, რომელსაც ქოცობა მობეზრდა და უტყდება, არის ან გახარიას მომხრე, ან ალეკო ელისაშვილის, ან ანა დოლიძის ან ჰა ჰა ლელოსი.
ქოცი, რომელიც ქართული ოცნების მომხრეა, ცოტა გონებშეზღუდულიცაა, მაგრამ არ არის რეტროგრადი და არ ეშინია, რომ დასავლეთი გარყვნის და გააპიდარასტებს, არის ნაცებისგან ტრავმირებული ქოცი, რომელიც თავისუფლად შეიძლება ნაციც ყოფილიყო, თავის დროზე ნაცხელისუფლებას რომ არ დაეჩაგრა.
ქოცი, რომელიც ქართული ოცნების მომხრეა, იმიტომ რომ მემარჯვენე ლიბერალიზმს ებრძვის სოციალიზმის და მემარცხენეობის პოზიციიდან, ან კონფორმისტი და ვიგოდნიკია, ან უბრალოდ გამოსირებული, ან ორივე ერთად.
მე მგონი სულ ესაა.
#მრავალსახეობაქოცისა
#წინასაახალწლოშეჯამებები
#მედავიღალეთქვენგააგრძელეთ