9 ოქტომბერი ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა

“მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა” – სამშობლოსადმი მიძღვნილი ამ სიტყვების ავტორი, ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, რევოლუციონერ-დემოკრატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ნიკო ნიკოლაძე 1843 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა.
ქართველმა ერმა ნიკო ნიკოლაძეს, როგორც პროგრესულ მოაზროვნესა და სამოციანელთა ერთ-ერთ თვალსაჩინო მეთაურს, სიცოცხლეშივე დაუმკვიდრა ადგილი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გვერდით. ეს უფლება ნიკო ნიკოლაძეს მოუპოვა მრავალმხრივმა და მრავალფეროვანმა პუბლიცისტურმა მოღვაწეობამ, ღრმა ტექნიკურ-ეკონომიკურმა განსწავლულობამ და, რაც მთავარია, მის საქმიანობაში გამოვლენილმა მამულის სიყვარულმა.
შენაძენს აფასებს ის, მარტო იმით სარგებლობს გადუჭარბებლათ და დასვენებულად,
მარტო იმას ინახავს ძვირფას საუნჯესავით, თავისი შთამომავლობისათვის

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ისტორიული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას და დაცვას – მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დიდებული შენაძენით გაამდიდრა კულტურული მემკვიდრეობა