9 მაისს რუსთაველის ეროვნულ თეატრში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს გამართავს. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობა ავრცელებს.
ღონისძიებას, რომელსაც უმასპინლებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საჯარო, კერძო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
გალაკონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები საქართველოდან: ლიზა ბათიაშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიორგი გიგაშვილი, გორის გოგონათა კამერული გუნდი.