პრემიერ-მინისტრის განკარგულებების მიხედვით, 9 კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.
„კომერსანტი“ გთავაზობთ კომპანიების ჩამონათვალს და მათ მფლობელებს:
· შპს სტატუს თრეიდინგ – კომპანიის მესაკუთრე და დირექტორი ბელა გასოიანია.
· შპს სოფთვეა ქანთრი ჯორჯია – კომპანია რუსეთისა და ისრაელის ორმაგ მოქლაქეს, მაქსიმ დრაშჩინსკის ეკუთვნის და თავადაა დირექტორიც.
· შპს ბელკა გეიმზ გე – კომპანიას კვიპროსზე რეგისრტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება ბელკა გეიმზ სიუაი ფლობს. დირექტორი კი, ბელარუსის მოქალაქე ევგენია უროდნიჩია.
· შპს ფიკოქს სტუდიო – წილის 100%-ს ალექსანდრე ბიწაძე ფლობს;
· შპს სთრაიქერზ – კომპანიას კვიპროსზე რეგისრტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობისსაზოგადოება ქსტენ ლიმიტედი ფლობს. დირექტორი რატი ადუაშვილია;
· სს სფეის ინტერნეიშენალი – აქციონერთა კრების თავმჯდომარე/წევრი: ვახტანგ ბუცხრიკიძე, წევრები: ნინო მასურაშვილი, ბიძინა მაცაბერიძე. დირექტორი ნიკოლოზ ქურდიანი;
· შპს ეიჩ ემ ჯი სოფთვეარს – წილის 100%-ს გერმანული შპს „& კს ჰუკე მედია“ ფლობს, დირექტორი კი ავსტრიის მოქალაქე კრისტოფ კრიოპლია.
· შპს თრეიდინგვიუ საქართველო – მფლობელი აშშ-ში რეგისტრირებული თრეიდინგვიუ, ინკია.
· შპს ვანაფ გეიმს – წილის 100%-ს ისრაელის მოქალაქე რომან ჟდანოვი ფლობს;
ცნობისთვის, 2020 წლის ბოლოდან საქართველოში „საერთაშორისო საწარმოს სტატუსის“ მინიჭების კრიტერიუმები განისაზღვრა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ სტატუსს იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს.