7
ყოფილი პარლამენტარი, მეგი.გოცირიძე, 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს და წერს:
❗️❗️❗️
6 თვის ორსული იყო 24 წლის ელისო , რომელიც
ისეთი ყოჩაღი, პატრიოტი , იმდენად მოტივირებული იყო, ფეხმძიმედ რომ არ ყოფილიყო, ალბათ იმ კოშმარსაც დააღწევდა თავს…
9 აპრილის დილას არამიანცში ვიწექი მოწამლული, ელისოს ვერ პოულობდნენ, გავიქეცი მორგისკენ … ძნელი იყო მისი ამოცნობა, ელისოს მოგრძო პირი-სახე ჰქონდა, რომელიც გაზისგან სულ გასივებოდა, დამრგვალებოდა, მომწამლავი აირით იყო გაგუდული …
მორგიდან , ცხედრები გაჰქონდათ ერთმანეთის მიყოლებით, მაგრამ 6 თვის ორსულ ელისოს ცხედარს არ ატანდნენ, ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდესო….
ცხედრები სიონში გადაჰქოდათ, იქ ზღვა ხალხი იყო, პანაშვიდი გადაუხადეს დახოცილებს… ამის შემდეგ კვლავ მორგში უნდა გადაესვენებინათ , გარეთ სასწრაფოს მანქანები იდგნენ , შიგნით კი მილიციელები ისხდნენ. ელისოს ძმამ მილიციონერები მოტყუებით გადმოსხა და მოკლედ, ელისო შინ მიასვენეს, მაგრამ ბალზამის გამკეთებელი რომ მივიდა, სასტიკად იუარა, ვერ გავაკეთ- დამიჭერენო. გამწარებულმა უთხრა ძმამ: ისინი დაგიჭერენ? მე მოგკლავ თუ არ გააკეთებო, რის შემდეგაც უთხრეს, რომ ვერ დამარხავდნენ და რაღას იზამდნენ, მეორე დღეს ისევ არამიანცში გადაასვენეს… ექსპერტიზის დასკვნის დაწერის მომენტში, მოსკოვიდან ჩამოსული სამი რუსი – 1.მაიორი 2. პოდპოლკოვნიკი 3. პოლკოვნიკი შევიდა, ექსპერტს ეკითხებიან: ”ნუ ჩტო ტამ, დავკა?(ჭყლეტა იყოო? ) უკარნახეს რა უნდა ჩაეწერა. მერე ისევ გამოაცხადეს, გვამების გაცემა შეწყვიტეთო… მოკლედ, დიდი ომი გადახდა ოჯახს, მაგრამ მაინც მიასვენეს ელისო სახლში მის ვერ დაბადებული პირმშოსთან ერთად და ელისოს დედას, იქვე გული გაუსკდა
პ.ს.როდესაც ვამბობთ 24 წლის ჭიპაშვილი ელისო, მისი 6 თვის შვილი და დედაც უნდა ვახსენოთ ვინც შეიწირეს სისხლიანმა ჯალათებმა….
#ძირსრუსეთისდამპალიიმპერია