9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმში დაკავებული სტუდენტი, ანრი კაკაბაძე თავისუფალია

9-თვიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმში დაკავებული სტუდენტი, ანრი კაკაბაძე თავისუფალია. მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ს ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის, ანრი კაკაბაძე და დეკანი მამუკა ჯორბენაძე 2024 წლის 9 დეკემბერს დააკავეს.
25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ანრი კაკაბაძეს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ხოლო დეკანსა და დანარჩენ სტუდენტებს ჯარიმა დააკისრა.
დეკანსა და სტუდენტებს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა ედებოდათ ბრალად. ამტკიცებდა, რომ დეკემბრის დასაწყისში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შევიდა რექტორის სამუშაო ოთახთან ბანერის გაკვრის მიზნით. ამის საშუალება არ მისცა ამავე უნივერსიტეტის ლექტორმა თეა ცაგურიამ, რის გამოც ამავე უნივერსიტეტის დეკანმა მამუკა ჯორბენაძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ამასთან, უწყების განცხადებით, მამუკა ჯორბენაძე და მისი სტუდენტები მოგვიანებით თეა ცაგურიას ქმარს, ირაკლი დევაძეს და მის მეგობარს, ი.ნ-ს უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი დაექვითა და საბოლოოდ ჯარიმა 18 ათასი ლარით განისაზღვრა.
სტუდენტებს: გურამ მიქელაძეს, დავით გვიანიძესა და გიორგი დავითაძეს დაეკისრათ 17-17 ათასი ლარის გადახდა – მათაც ასევე საბოლოოდ 15-15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.