9 თვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და პოლიტიკური პარტიების გეგმები – რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ ჯგუფებში

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში დამარცხდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამას ადასტურებს საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. პაპუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი მზარდია.
ოპოზიციის დიდი ნაწილი ჩამოყალიბებული არ არის, რა კონფიგურაციით წარდგებიან საბოლოოდ საპარლამენტო არჩევნებზე. მიუხედავად ამისა, “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ ამომრჩეველს ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან და გამარჯვების იმედი აქვთ.
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან “სტრატეგია აღმაშენებელშიც”. ვაშაძის გუნდი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ამომრჩევლის 50 პროცენტზე მეტი ოპოზიციურადაა განწყობილი, რაც მათ გამარჯვებას განაპირობებს. ასე არ ფიქრობენ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში, სადაც კოლეგა ოპოზიციონერებს პოლიტიკური მოცემულობის გაანალიზებას ურჩევენ.
სახელისუფლებო გუნდის მორიგ გამარჯვებაში დარწმუნებულია პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს.
11-ე მოწვევის პარლამენტს, საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს ელექტრონული წესით აირჩევს. ეს ისტორიაში პირველი იქნება, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ზაზა გვიმრაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: მანქანაში რომ ჩაგვსვეს, ვუყურებ სამხედრო ყუთები დევს იარაღის. უნდოდათ, რომ ჩვენ დავეხოცეთ, ეს იარაღი დაეწყოთ და კაი კინოს გადაიღებდნენ აი აჯანყებას აწყობდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგო