2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში შევიდა 2,3 მლნ კვადრატული მეტრი საერთო ფართობის 2.597 ობიექტი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საანგარიშო პერიოდში ექსპლუატაციაში შესული ობიექტების რაოდენობა 16,2%-ით, ხოლო საერთო ფართობი – 7,7%-ით გაიზარდა.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის თბილისზე, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებზე.
კომპეტენტურმა ორგანოებმა წლის დასაწყისიდან ნებართვები გასცეს სხვადასხვა სახის შენობების მშენებლობაზე: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო ობიექტები და სხვ. ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.