2024 წლის 9 თვეში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-სექტემბერში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 475 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით, ანუ 133 მილიონი დოლარით ნაკლებია.
2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.
