9 თვეში იმპორტულ ელექტროენერგიაში $31.3 მლნ გადავიხადეთ – Galt & Taggart

2025 წლის 9 თვეში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი იყო, როგორც რაოდენობაში, ასევე ღირებულებაში. ამ პერიოდში წმინდა იმპორტმა $7.8 მლნ და 0.6 ტვტ.სთ შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ჯამურად, 2025 წლის პირველ 9 თვეში იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ $31.3 მლნ შეადგინა, რაც საშუალოდ კვტ.სთ-ზე 2.8 ცენტია.
“2025 წლის 9 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 129.3%-ით 1.1 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა. იმპორტირებულ ელექტროენერგიის 59.4% დან განხორციელდა, საიდანაც 90.0%-ზე მეტი განკუთვნილი ს მოხმარებისთვის იყო.
აღსანიშნავია, რომ ს რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს”, – ნათქვამია კვლევაში.
bp.ge