9 და 12 დეკემბერს ინდოეთში რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი გაიმართება

9 და 12 დეკემბერს ინდოეთში რუსთაველის ეროვნული თეატრის გასტროლი გაიმართება სპექტაკლით – „მარია კალასი. გაკვეთილი“ (ტერენს მაკნელი). გამოყენებულია ინგლისური სუბტიტრები.
რუსთაველის ეროვნული თეატრის ინფორმაციით, სცენური ვერსიის ავტორები არიან – რობერტ სტურუა და ნინო კანტიძე; რეჟისორი – რობერტ სტურუა; თარგმნა – მანანა ანთაძემ.
მონაწილეობენ: ლელა ალიბეგაშვილი, დავით დარჩია, მარიტა მესხორაძე, არჩილ გოგიტიძე, ქეთი სვანიძე, დავით უფლისაშვილი.
სპექტაკლში გამოყენებულია: ვერდის, ბელინის, პუჩინის, ბეთჰოვენისა და გია ყანჩელის მუსიკა.
გასტროლი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC – მის მიმართ მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ტროტილის“ საქმეზე

სუს – 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია

სუს – ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს