9 დათქმის შესრულება პოლიტიკური დისკუსიების საგანია – ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებისგან სამოქმედო გეგმის გაცნობას ითხოვს

კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლა უკვე საქმიანი ეტაპია – ზეიმის შემდეგ პირველივე სამუშაო დღეს პოლიტიკოსების დისკუსიის საგანი ცხრა დათქმის შესრულების გზებია. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ამბობს, რომ დროა, ხელისუფლებამ სამუშაო ჯგუფები შექმნას, ხოლო ოპოზიციას მოუწოდებს, ჩაერთონ ამ პროცესში.
“ვიზეიმეთ, ახლა გადავიდეთ საქმეზე, ხომ მოვიდა დრო?! ჩვენ ვამბობთ უკვე თვე-ნახევარია, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი უკვე გვაქვს და ახლა უნდა დავიწყოთ უკვე სამუშაო ფორმატებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მე მიზანმიმართულად არ ვარქმევ ამას სამუშაო ჯგუფს ან სხვა რაიმეს, ვგულისხმობ ძალიან ზოგადად სამუშაო ფორმატს და ნაბიჯების გადადგმაში მოვიაზრებ იმას, რომ ახლა მთავარი მიზანი ხომ ჩვენი ქვეყნის მოლაპარაკებების პროცესში რაც შეიძლება სწრაფად ჩართვაა, ამისთვის არის სწორედ ის 9 რეკომენდაცია შესასრულებელი და, ბუნებრივია, ჩვენ მოვუწოდებდით მაშინაც და დღესაც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს, რომ ჩაერთოს და ხელისუფლებას, რომ შექმნას ეს სამუშაო ფორმატები,” – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებისგან იმ სამოქმედო გეგმის გაცნობას ელოდება, რომელიც, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ევროკომისიაში უკვე გადაიგზავნა. ისინი მიიჩნევენ, რომ სამუშაო ფორმატში ჩართვამდე ჯერ გეგმას უნდა გეცნონ.
“პირველ ტესტი იქნება თავისუფალი და სამართლიანი ს ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. გარდა ამისა, ჩვენ არ მოგვისმენია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაგზავნილი გეგმის დიდი ნაწილი, რომელიც გულისხმობს ზუსტად ამ რეფორმების შესრულებას, რადგან საქართველოს 9 ნაბიჯი ასახავს რეკომენდაციების სულისკვეთებას, რომელიც იყო რამდენიმე თვის წინ, მაშინ, როდესაც ჩვენ უნდა მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას – მოვისმენთ გეგმას. ვფიქრობ, რომ დღეიდან უნდა ყოფილიყო ძალიან სერიოზული, საერთო განხილვა ამ გეგმის შესახებ,” – აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” წევრი ხატია დეკანოიძე.
“ჩვენთვის ევროპა არის მიზანი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. შემდეგი ეტაპია მოლაპარაკების გახსნა, დაჩქარებული წესით, საქართველოს გაწევრიანებაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხალხის დაკვეთას შევასრულებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ უნდა ვიცოდეთ სამოქმედო გეგმა რა აქვს “ქართულ ოცნებას” და მეორე – მართლა აპირებენ დეოლიგარქიზაციას თუ არ აპირებენ, მართლა აპირებენ კორუფციასთან ბრძოლას, თუ არ აპირებენ, ანტიდასავლური რიტორიკის შეჩერებას აპირებენ, თუ არ აპირებენ,” – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი .

ასევე დაგაინტერესებთ

სანამ თბილისის ქუჩებში გაუქმებული „კოკა-კოლას” ქარავნის მაგივრად „მშრომელთა” კოლექტივები დაბოდიალობენ, ვერც ნანატრი ქართველი ხალხის დასჯა და ვერც ხელისუფლების აყირავება ვერ შედგა