9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ის ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს – კონსტანტინე ზარნაძე

როდესაც მოვდივარ, მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია, – განაცხადა 9 აპრილის მემორიალთან მისულმა გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ.
„9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. 9 აპრილის მემორიალი ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ თავიანთი თავი დადეს. მე, როდესაც მოვდივარ, მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით და სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ. იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ. ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია, მაგრამ მთელი საქართველო ხედავს, ეს ადამიანები რას აკეთებენ აქ, სახეში იფურთხებოდნენ. მარტო ვარ მოსული ამდენ კაცთან, რამდენი ადამიანია შეხედეთ და მარტო მოვედი ყვავილებით ხელში და ასე იქცევიან. ეს ჩემი შეურაცხყოფა ნამდვილად არ არის, ეს ამ ადამიანების შეურაცხყოფაა, პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას“, – განაცხადა ზარნაძემ.
საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან აგრესიითა და პროვოკაციით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მემორიალთან მისვლის და გარდაცვლილთა ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალება გლდანის რაიონის მაჟორიტარს, კოტე ზარნაძეს არ მისცეს.
„ქართული ოცნების“ წევრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს