9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებზე განლაგებულმა პოლიციამ ტერიტორია დატოვა

9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებზე, სადაც საპოლიციო კორდონი იყო მოწყობილი, პოლიციამ ტერიტორია დატოვა.
აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩიდან პარლამენტს წრეს არტყამდნენ, რა დროსაც მათ გდდ-ს ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) შენიშნეს. ისინი ხარაზიშვილის და პოლიციის მისამართით სკანდირებდნენ: „მონებო!“ „რუსებო!“
ამ დროისთვის, პოლიციის წარმომადგენლები პარლამენტის უკანა შესასვლელსაც ტოვებენ.
აქციის მონაწილეები საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას აპროტესტებენ.
შეკრებილები აცხადებენ, რომ „საქართველოს არალეგიტიმური პრეზიდენტია“.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებს წითელი ფურცლები აქვთ გაშლილი, რაც, მათივე თქმით, „წითელ ბარათს“ გამოხატავს ხელისუფლებისადმი.
ცნობისთვის, მოქალაქეების ნაწილმა ორბელიანების სასახლიდან პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?