დიახ – სწორედ 9 აპრილი გახლავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
26 მაისი არის პირველი რესპუბლიკის დაარსების დღე , ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე არის 9 აპრილი
აქედან გამომდინარე – სამხედრო აღლუმი , საზეიმო მიღება , დამოუკიდებლობის დღის ყველა ოფიციალური ღონისძიება უნდა იმართებოდეს 9 აპრილს
ერთადერთი მიზეზი იმისა , რომ 9 აპრილი არ აღინიშნება როგორც დამოუკიდებლობის დღე არის სიძულვილი ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის , კანონიერი ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართ
არცერთ ხელისუფალს 1992 წლიდან დღემდე ვერ მოუნელებია, რომ ეროვნულმა გმირმა ზვიად გამსახურდიამ 9 აპრილს გამოაცხადა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მაქსიმალურად ცდილობენ ამ უდიდესი მოვლენის მიჩუმათებას
9 აპრილის დამოუკიდებლობის დღის გაუქმებას სათავე დაუდო შევარდნაძემ და მისმა სისხლიანმა ხუნტამ, ხოლო შემდგომმა ხელისუფალმა, მისმა სულიერმა შვილებმა – აღსაზრდელებმა გააგრძელეს ქვეყნის მოღალატე პუტჩისტი ჯალათების ტრადიცია და დღემდე არ აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის ნამდვილ თარიღს



