9 ადამიანი დაშავდა რუსთავი-თბილისის გზაზე ცემენტმზიდისა და ავტობუსის შეჯახებისას

რუსთავი-თბილისის გზაზე, ფონიჭალის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევას ცხრა ადამიანის დაშავება მოჰყვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა – პირველადი ცნობებით, რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს ცემენტმზიდი შეეჯახა.
რუსთავის მერიის ცნობით, „არ არის მსხვერპლი“.
ცხრა დაშავებულ ადამიანს შორის არის ავტობუსის მძღოლი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.