9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი , გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია რისკები და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ ჩვენ მომავალში, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება, უმნიშვნელოვანესი პრევენციული ზომა იყო, სწორედ, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღება