88-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ზივზივაძემ გაიტანა – “კარლსრუემ” გაიმარჯვა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე ერთ-ერთი აუტსაიდერი „კაიზერსლაუტერნი“ 4:0 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, კომპენსირებულ დროში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს მიმდინრე ჩემპიონატზე მისი მერვე გოლია.
„კარლსრუე“ 32 ქულით მეცხრე ადგილზეა და 2 მარტს „გროიტერ ფიურტს“ უმასპინძლებს.
კაიზერსლაუტერნი – კარლსრუე 0:4
გოლები: 0:1 ვანიტცეკი (51), 0:2 მატანოვიჩი (58), 0:3 ნებელი (81), 0:4 ზივზივაძე (90+1)