„86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც, ვფიქრობთ, მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია“

„86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც, ვფიქრობთ, მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია“
2012 წელს ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ 1 764 000 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით, დღეს ეს მაჩვენებელი არის 8 261 000 000. 4,7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის განმავლობაში და როდესაც ასე იზრდება ადამიანების შემოსავლები, სურსათზე ხარჯების წილი ლოგიკურად უნდა შემცირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დადებითად შეაფასა დებატების ფორმატი და აღნიშნა, რომ ჯანსაღ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება და გარდა ამისა, მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს საზოგადოებაში სწორი მუხტის ჩამოყალიბებას, საზოგადოების გაერთიანებას.

„86% არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც, ვფიქრობთ, მაღალი მაჩვენებელია და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება შესაძლებელია. ასევე დამატებით მინდა კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები გითხრათ. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი – 2012 წელს ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ 1 764 000 000 ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით, დღეს ეს მაჩვენებელი არის 8 261 000 000. 4.7-ჯერ არის გაზრდილი ჩვენი მოქალაქეების შემოსავლები ლარში ამ პერიოდის განმავლობაში. როდესაც ასე იზრდება ადამიანების შემოსავლები, სურსათზე ხარჯების წილი ლოგიკურად უნდა შემცირდეს. ეს არის მარტივი ეკონომიკური ლოგიკა. თუმცა, თუ ნახავთ ამ ხარჯების წილს, 2011 წელს წილი იყო 34% და 2024 წელს იყო 35%, ანუ გაზრდილიც კი არის ეს მაჩვენებელი, რაც ალოგიკურია. ვფიქრობთ, რომ ესეც გვიჩვენებს იმას, რომ ფასნამატის შემცირება უნდა იყოს შესაძლებელი. ჩვენი აზრით, არასწორი პრაქტიკა იწვევს ამ ყველაფერს, მათ შორის, ე.წ. ქეშბექი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერის განცხადებას, რომლის თანახმად ფულის მასა სამჯერ გაზრდილია.

„არ ვიცი, საიდან მოდის ეს მონაცემები. მაგალითად 2022 წელს ფულის მასა იყო 37.6 მლრდ და ახლა არის 54.2, ანუ მიჰყვება მშპ-ს ზრდას, ეკონომიკის ზრდას და მცირედით ჩამორჩება კიდეც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები