,, 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს” – სალომე ზურაბიშვილი –

სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა:
“მე ამ საღამოს თქვენთან ვარ. 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია! და მე ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე.
გაბრაზებულები ხართ დღეს, ხო? და გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ, პირველ რიგში, ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ, ეს ენერგია, რაც დღეს თქვენში არის, უნდა იმაზე მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს, რეფერენდუმზე. გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის იმასთან შედარებით, თუ დღეს ვინც ხართ აქ. ახალი საქართველო, მომავლის საქართველო”

ასევე დაგაინტერესებთ