83 წლის განმავლობაში პირველად ჩუმდება “ამერიკის ხმა” – დირექტორი მაიკლ აბრამოვიცი

“ამერიკის ხმის” 1300-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის ჟურნალისტები, პროდიუსერები და დამხმარე პერსონალი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასცა ბრძანება, მთავრობის მიერ დაფინანსებული 7 ფედერალური სააგენტოს შემცირების შესახებ.
მაიკლ აბრამოვიცმა, ამერიკის ხმის გენერალურმა დირექტორმა, თქვა, რომ მისი თითქმის მთელი პერსონალის შვებულებაში გაშვებამ მედია მაუწყებელი, რომელიც თითქმის 50 ენაზე მუშაობს.
„ღრმად ვწუხვარ, რომ 83 წლის განმავლობაში პირველად ჩუმდება ამერიკის ხმა“, – დაწერა აბრამოვიცმა LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და აღნიშნა, რომ მედიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში მთელი მსოფლიოსთვის“.
“ამერიკის ხმის” მშობელმა სააგენტომ, აშშ-ს გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM), რომელიც ერთ-ერთია 7 შემცირებულ სააგენტოს შორის, ასევე შეწყვიტა გრანტები რადიო თავისუფლებისთვის.
რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტის, სტივენ კაპუსის თქმით, ამ ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეწყვეტა „ ამერიკის მტრებისთვის დიდი საჩუქარი იქნება”.
“ირანელი აიათოლები, ჩინელი კომუნისტი ლიდერები და ავტოკრატები მოსკოვსა და მინსკში 75 წლის შემდეგ იზეიმებდნენ რადიო თავისუფლების დაცემას. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მდიდარ ისტორიაში ჩვენ ორპარტიული მხარდაჭერით ვსარგებლობდით. ინფორმაციულად დახურულ საზოგადოებებში მცხოვრებ 50 მილიონამდე ადამიანს, რომლებიც ყოველკვირეულად გვენდობოდნენ ზუსტი ამბებისა და ინფორმაციის მისაღებად, უჩვენოდ აღარ ექნებათ წვდომა რეალობაზე ამერიკისა და მსოფლიოს შესახებ”, – ამბობს სტივენ კაპუსი თავის განცხადებაში.