“800-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული” – ვის ემუქრება სამსახურის დაკარგვა და ვინ ხელმძღვანელობს რეპრესიების ახალ ტალღას? – სოფრომაძე

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:
გათავისუფლებულ პირთა რაოდენობა ამ ეტაპზე 800-ზე მეტია. უმეტესობა გათავისუფლებულია გამოხატვის თავისუფლების ნიშნით, რომელიც უკავშირდებოდა იმ პოლიტიკური კურსის გაპროტესტებას, რაც “ქართულმა ოცნებამ” ღიად განაცხადა 2024 წლის 28 ნოემბრის ცნობილ განცხადებაში. ყველა ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა, პეტიციაზე ხელმომწერია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინც არ გათავისუფლებულა, მათი გათავისუფლებაც იგეგმება. მოხდება იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც არ არიან პეტიციაზე ხელმომწერები, თუმცა იდეურად იზიარებენ იმ ადამიანების ხედვებს და გამოხატულებს, რომლებიც პეტიციების გამავრცელებლები ვიყავით. ეს ხელმძღვანელი პირებისთვის ცნობილია. ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყება. მათ შორის სპეცსამსახურები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სუს-ი, რომელსაც აქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციების საფუძველზე ამუშავებს საპასუხო ნაბიჯებს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს