800 ათასზე მეტის მითვისების ბრალდება და დაკავებული სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი – გავა თუ არა გამოძიება პირველ პირებზე?

800 ათასზე მეტი ლარის მითვისების ბრალდება და დაკავებული სოფლის განვითარების სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი – გავა თუ არა გამოძიება პირველ პირებზე? – სწორედ ეს კითხვა აქვს ახლა კორუფციის მკვლევარებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ თორნიკე კაპანაძე დამოუკიდებლად ვერ იმოქმდებდა და ფულის სავარაუდო მითვისების შესახებ მის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის იმჟამინდელ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიასაც უნდა სცოდნოდა.
უნდა გაგრძელდეს ეს გამოძიება და დაკავებული იყოს სხვა პირები, რომლებსაც თორნიკე კაპანაძის მონიტორინგი ევალებოდა – აცხადებს “პირველებთან” კორუფციის მკვლევარი და კოალიცია “ცვლილებისთის” წევრი ბესო დონაძე.
დონაძის თქმით, ახლა წესით სუს-ში დაკითხვაზე უნდა იმყოფებოდეს დაკავებული თორნიკე კაპანაძის კურატორი მოადგილე და სოფლის მეურნეობის სააგენტოს დირექტორი, რადგან, სავოლოო ჯამში, სწორედ ისინი აწერდნენ ხელს დოკუმენტაციას.
“ფიქტიურად წერდნენ პროექტს და გრანტს გასცემდნენ, რომ შეძენილი ყოფილიყო სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. საბოლოოდ აღმჩნდა, რომ არც ტექნიკა არ არსებობს, დოკუმენტი, რომელიც საქმეში დევს, ის დოკუმენტიც გაყალბებულია და საბოლოო ჯამში, ჩვენი, გადამხდელების ფული, 860 ათასი ლარი წაიღეს სახლში. უნდა გაგრძელდეს ეს გამოძიება და დაკავებული იყოს სხვა პირები, რომლებსაც თორნიკე კაპანაძის მონიტორინგი ევალებოდა. ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ახლა სუს-ში დაკითხვაზე უნდა იყოს მისი კურატორი მოადგილე და სოფლის მეურნეობის სააგენტოს დირექტორი. ანუ, ამ ადამიანებმა როგორ ვერ შეძლეს ერთი თანამშრომლის კონტროლი, რომელმაც 860 ათასი ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან. ეს არის აბსურდი იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანის მიერ გაკეთებული დოკუმენტაციას საბოლოო ჯამში ხელს აწერდა კურატორი მოადგილე და ორგანიზაციის ხელმძღვანელი”, – აცხადებს ბესო დონაძე.
საქართველოს პროკურატურამ, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ინფრომაციით, 2021-2024 წლებში, ხსენებული პროექტის ფარგლებში გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, ბრალდებული აქტიურად იყო ჩართული ორგანიზებული ჯგუფის დანაშაულებრივ საქმიანობაში და სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან და ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილი დიდ ოდენობით თანხებს, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა. ამ ეტაპზე, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანი 800 000 ლარს აღემატება.
2025 წლის 18 ივლისს, „სასოფლო – სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაცემული გრანტების, ჯამში 826 815 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია 11პირი.
tvpirveli.ge