ახალციხის მერია, მინიმუმ 2023 წლის პიკაპის შეძენას გეგმავს, რომლისთვისაც 80 000-მდე ლარია გათვალისწინებული, – ამისათვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე განთავსებული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში პიკაპის საჭიროების შესახებ განმარტება მითითებული არ არის, აქ მხოლოდ ის წერია, რომ მერმა და ამავე დროს კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ლაზარაშვილმა კომისიის წევრებს “მოახსენა, რომ საჭირო იყო ავტომობილის შეძენა.”
ახალი ავტომობილის შეძენა საჭიროებების და დანიშნულების გასაგებად დავუკავშირდით ახალციხის მერიას. მათგან ინფორმაციის მიღების შემახვევაშ მასალა განახლდება.
სატენდერო წინადადებების წარდგენა 2025 წლის 5-8 იანვარს იწარმოებს.
აუდიტის, 2024 წლის დასკვნის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა 15 კუთვნილ, 2 სამორიგეო და 27-29 საჯარო მოხელეების საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას.
წყარო: tok.tv